უსათაურო ლექსი


და ისევ მმატებენ მარტები - ტკივილებს…
უშენო ფიქრები კვლავ ვერ გამოვლიე.
არ გეტყვი არასდროს - თუ როგორ მიყვარხარ,
წყეული შიშები ვერ დავიყოლიე…

უსათაურო ლექსი ვარ ახლა -
ის ლექსი, შენით რომ ვერ დამთავრდა.
იცი - ჯვარცმული უსმენდა ყანჩელს,
როცა ღვთისმშობლის გვერდით გხატავდა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი