აღარ ვწერ
აღარ ვწერ, დაე მოკვდნენ მტანჯველად, სისხლისგან დავცლი უცოდველ ლექსებს, და ამ წყვდიადში ჩემი ხელები სითბოს კი არა, შენ აჩრდილს ეძებს. შეშლილი სახით ვუღიმი სარკეს, ქარი მანარცხებს სულთა ფრენაში, ვხატავდი ღამეს, და ჩემგან ისევ შენ და მთვარე ხართ აპოგეაში. ლაბირინთებში გზა არეულმა,ღმერთმა წალეკა ყველა ტაძარი, მოგონებებით დავკემსე სული, სული ოდესღაც ნამონაზვნარი. ცარიელ ხატებს მირონის ნაცვლად, ჯოჯოხეთური ცრემლი სდიოდა, დგახარ ყინვაში, იქ, ღრუბლებს ზემოთ, და შენს მაგივრად კვლავ მე მციოდა. იქნებ იმიტომ, რომ ისევ გგრძნობ და სისხლისგან რომ ვცლი უცოდველ ლექსებს, იქნებ იმიტომ, რომ ამ წყვდიადში ჩემი თვალები შენ აჩრდილს ეძებს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი