სართული 6
სართული 6, აივანი - უდაბნოს ხედით, ჩამქრალ ვარსკვლავთა განლაგება რაღაც ნიშნებად. ყურსასმენებში "მეოთხე დასის"- "დალალდაწნული", ღამე - ორიოდ ღერი "პარლამენტის" იმედად. გაუშიშვლდები მთვარეს ლურჯი ფარდების ჩრდილში; გრძნობ ღამემ ზურგზე სველი ნიავი, როგორ შეგახო. გინდა წამოდგე საწოლიდან, თანაც ვერ ბედავ - შიშობ, რომ სადმე ჩემზე ფიქრებს არ შეეჯახო. სართული 6, აივანი - უდაბნოს ხედით, ქარების ქროლვა - თვითმკვლელობის მძაფრ მინიშნებად. და ახლა შენში ამ სიბნელეს რაც გაანათებს, სანთებლის ალი - ბოლო ღერის მოსაკიდებლად.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი