"ჩვენ"


ჩვენ არაფერზე ვფიქრობდით ერთად,
და ჩვენ ჯერ კიდევ „ჩვენ“ გვერქვა გუშინ.
უშენოდ იმაზე ნაკლები ვღირვარ,
ვიდრე იუდა რომ ღირდა უწინ.
 
დროს არა - უფრო ერთმანეთს ვკარგავთ.
ეს უღმერთობაც მარტომ ვიგლოვე.
მე შენ გეძებდი შენივე თავში,
გეძებდი, მაგრამ აღარ გიპოვე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი