..


ეწევი ბოლო ღერ პარლამენტს 
იმედით, რომ თავბრუს დაიხვევ,
გაბზარულ სარკეში საკუთარ 
ანარეკლს ჯიუტად არ იმჩნევ.

აგროვებ სიმბოლურ დამთხვევებს
(რიცხვიც და საათიც თერთმეტი),
ალაგებ ოთახს და ღიმილით 
ხვდები, რომ თავად ხარ ზედმეტი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი