"ჩვენ"


კვლავ ბნელ ოთახში, ბუდას ფორმით ზიხარ საწოლზე,
და ხასიათი ბოლო ნაფაზმაც ვერ შეგიცვალა.
108-ე გვერდზე მიტოვებული დოსტოევსკი და...
არა, შენ არა, არც მე - "ჩვენ" შეგვეშალა. 

უხერხულია მივიწყებული წარსულის ძებნა,
ახლა სიკვდილი უშენობის ლურჯი ხიბლია.
მაპატიე, რომ ისევ შენზე ვწერ წყეულ ლექსებს,
რომ სიყვარული პოეტივით არ შემიძლია.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი