დღეიდან ვარ სასაფლაოს დარაჯი
თუ არსებობ მოახდინე სასწაული შემისრულე ერთადერთი თხოვნა ხვალ პირველად გათენდება მის გარეშე გამიცოცხლე მასთან მინდა ყოფნა ჩავიხუტებ ბოლოჯერ ვთხოვ პატიებას ბავშვებივით შევრიგდებით ნეკით მე ცოდვილი ტალახისგან გამომძერწე ანგელოზი შემიქმენი ნეკნით აპრილია აგიყვავდა სამოთხე თუმცა ჩემ გულს ზამთრის ქარი ყინავს გიყურებ და არ ვიჯერებ რომ დამტოვე ხედავ ღმერთო გაღიმებულს სძინავს ხვალინდელ დღეს უკვე ჰქვია უშენობა ეულ სულში შევისახლე ალქაჯი ცივ სამარეს მშვიდად ძილი გააგრძელე დღეიდან ვარ სასაფლაოს დარაჯი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი