გაწვიმებამდე
ღამით, როდესაც უჩემობის ნიღაბს მოიხსნი, როცა თვალები მლაშე ცრემლით დაგეტბორება, დაარღვევ ფიცს და ისევ ჩუმად კითხულობ ჩემს ლექსს. ხშირად შეცდომებს თავისით სურთ გამეორება. ღამით, როდესაც მხოლოდ მთვარე გიყურებს შიშველს, და შენი ჩრდილიც, კვლავ შენსავით, მარტოსულია, გაწვიმებამდე, როცა ჩემზე ლოცვას დაიწყებ, არ გამიხსენო - ხომ იცი, რომ უხერხულია.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი