მიწამდე


კვამლში გახვეული აივანი…
ახლა სიცოცხლეც რა ადვილია.
შენ ხომ მაინც იცი, მაცხოვარო,
ჯვრიდან მიწამდე რა მანძილია…

ისევ შენთვის უნდა გაწვიმდეს და
სულში ჩემმა ლექსმა დაიქუხოს.
კარი საკუთარ თავს მივუხურე,
მანაც არ მინდა, რომ შემაწუხოს.

აკვიატებული სიძულვილი,
ხალხის, ნიღბებით რომ თამაშობენ…
შენგან აღარ მიკვირს, ახლა უკვე,
შენზე ლექსებიც კი მღალატობენ.

კარი საკუთარ თავს მივუხურე,
სარკმლის იქით უცხო ნაპირია.
შენ ხომ მაინც იცი, მაცხოვარო,
ჯვრიდან მიწამდე რა მანძილია…

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი