იქნებ
არ აღიარებ, მაგრამ ჰო, ვიცი, რომ მოგენატრე და რომ ეს წამი სულ უბრალოდ არ განიავდა. მიშტერებიხარ გაჩერებულ საათს კედელზე იქნებ ადრეა, იქნებ უკვე დაგაგვიანდა?... საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უმთვარო ღამეს, თანდაყოლილი ჩვეულებით ვგავართ შეშლილებს. ყურსასმენებში "მეოთხე დასის" "დალალდაწნული“ და გონებაში კვლავ იხსენებ წაშლილ მესიჯებს. იქნებ ჯერ კიდევ შორი არის ყველა ოცნება, არ გეოცება ამდენ ხანს რომ ვუძლებთ სიცოცხლეს? იქნებ ჯერ კიდევ ადრე არის გამოთხოვება, აღარც წყალს უსხამ, საწოლთან მდგარ ქოთნის ყვავილებს. თავს იტყუებ, რომ შენში ჩემზე მეტად ღმერთია, ნანობ, ოდესღაც ჩემი თეთრი ლექსის რომ გწამდა. მიშტერებიხარ გაჩერებულ საათს კედელზე იქნებ ადრეა, იქნებ უკვე დაგაგვიანდა.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი