სმაილი


ვიცი, შემთხვევით გამოგეგზავნა კოცნის სმაილი,
წლებია უკვე ვეღარ ბედავ ჩემთვის მოწერას.
იცვამ უბრალოდ - ჯინსი, შავი ზედა, კეტები,
და ინსტაგრამზე ისევ აუქმებ ჩემს გამოწერას.

დაგაგვიანდა, მაგრამ არც იცი, თუ სად მიდიხარ,
და ინსტიქტურად ახლად გადაშლილ წიგნსაც დახურავ.
იძახებ ტაქსს და მოლოდინის იმ თხუთმეტ წუთში
ჩემ რომელიმე თეთრ ლექსს კიდევ ერთხელ დაგუგლავ.

უმთვარო ღამე, ნაწვიმარი ასფალტის სუნი,
ღია ტაძარი და უმლოცველოდ მყოფი სანთლები…
იცი, რამდენი ხალიც გაქვს დაჭორფლილ მკერდზე,
ყველა ჯვარცმისას, სწორედ იმდენჯერ მომენატრები. 

სახლის კარებთან მიგატოვა შენივე ჩრდილმა 
ხვდები რომ მარტო ლოცვაც აღარ არის ადვილი,
წლებია უკვე ვეღრ ბედავ ჩემთვის მოწერას -
ვიცი,შემთხვევით გამოგეგზავნა კოცნის სმაილი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი