22 ივნისი
ქარის დროს ლოცვის გაფანტულ სიტყვებს კვლავ ინახავენ ხმელი ჭადრები. შენი ფეხის ხმას ელოდებიან მთვარე და შენი ქუჩის ძაღლები. დრო გამყავს ახალი აღთქმის კითხვით და რწმენას ვიმტკიცებ ღმერთის წამებით. შენც კი დაგთმობდი, ჩემი რომ გერქვას, თუნდაც სულ ერთი შემოღამებით. აივნის კიდე - ის ერთი წამი - ნისლი გველივით შემომეხვია. დედას წართმეულ ბავშვს ვგავარ ახლა, ჯერ სხვა ოჯახს რომ ვერ შეეჩვია. ასე უბრალოდ, შენთვის სიკვდილი შენზე დაწერილ ლექსში შევძელი. როგორ მიანდე ღმერთს ეგ სხეული, გზის ნაპირებზე შემორჩენილი, პირველ თოვლივით ხელუხლებელი?
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი