ჩემში მეტი ხარ


წვიმა არ მიყვარს იმ ათას წვეთში
შენი ცრემლების მიჭირს მიგნება.
ჩემში იმაზე მეტი ხარ, ვიდრე
არტერიებში სისხლის დინება.

შენ ისევ იცდი, შენ ისევ უცდი,
შენ ისევ გჯერა, რომ აღარ მოვა.
ჩემში იმაზე მეტი ხარ, ვიდრე
გალაქტიკებში ვარსკვლავთა გროვა.

გაძარცულ ლიმილს დაფარავ მზერით,
თვალებშიც სევდის შემობინდება.
ჩემში მეტი ხარ, იმაზე მეტი,
ვიდრე მცნებებში ჭეშმარიტება.

უსიგარეტოდ მთელი ეს ღამე,
ლექსების წერა ოთახის ჭერზე,
სავალდებულო ლოცვა ძილის წინ 
ჩემში შენ ისევ მეტი ხარ შენზე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი