გაერთსულება


მინდა, რომ გგრძნობდე, მინდა, რომ მჭირდეს
შენი ჩემობის უკვდავი სენი.
იცი, რა მიყვარს? — გეხუტები და
ჯერ კიდევ მაინც გრცხვენია ჩემი.

დაბნელებული მზიდან არეკლილ სხივით
კედელზე შენს აჩრდილს ვხედავ.
მთელი არსებით რომ გინდა,
მაგრამ კოცნას პირველი მაინც ვერ ბედავ.

მხოლოდ ღამით თუ ვხვდებით ერთმანეთს,
როცა ფიქრს კარი გაეხურება.
იცი, რა მინდა — შენი, ჩემი
და იმ რაღაც „ჩვენის“ გაერთსულება.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი