მიყვარხარ,მჭირდები,მინდიხარ.


მიყვარხარ, მჭირდები, მინდიხარ,
მიდიხარ, მზე როცა იღვიძებს.
ქარივით ყოველთვის მშვიდი ვარ,
ტუჩები კოცნას თუ მიპირებს.

ვაჩერებ დროს სადღაც წარსულთან,
კვლავ შენი სუნთქვა რომ მესმინა.
ვუყურებ შენს შიშველ სხეულში,
ღმერთს როგორ მშვიდად ეძინა.

ვფიცავარ ნახსოვარ სამაჯურს,
ჯვარცმაზე მეტადაც მიღირხარ.
სიჩუმე პირველი თოვლის და...
მიყვარხარ, მჭირდები, მინდიხარ.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი