არ შეიმჩნიო
ფეხზე მკიდია, რომ სხვისი გქვია, შენზე ვწერ მაინც. რა უჭირს — წვიმა უმიზეზოდ ვის არ მოსვლია?! ყველა ოცნება დამავიწყე შენი დანახვით და ყველა ლოცვა განმიცხადე, რაც მილოცია. არ შეიმჩნიო, თუ მიხილე გოლგოთის წვერზე, თუ კი შენს გამო კვლავ დავიდგამ გვირგვინს ეკლიანს. მითხარი ერთხელ მაინც, როგორ არ ვენდო თვალებს, სადღაც სივრცეში მომზირალს და ცოტა ცრემლიანს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
ტექსტში გამოყენებული სახეები — „გოლგოთის წვერი“, „ეკლიანი გვირგვინი“, „ცრემლიანი თვალები“, ბიბლიური და რომანტიკული მოტივების ნარევი — პოეზიაში იმდენჯერ არის გამოყენებული, რომ კრიტიკოსისთვის ის „გაცვეთილ და შაბლონურ“ ფორმად იქცევა.ხოლო თუ ავტორის მიზანია მკითხველის გულის დაპყრობა.ჩემი რჩევა იქნება რომ დახვეწოს თვალსაწიერი.ფეხებზე მკიდიას მერე გოლგოთას წვერზე საუბარი უგემოვნობა ხომ არ არის? თუ ვიწრო წრისთვის წერს ლექსს ავტორი შესაძლოა ვიღაცამ მოუწონოს, მაგრამ ტექსტს არ აქვს ღირებულება არც მკითხველის მოზიდვის კუთხით და არც ობიექტური აკადემიური ანალიზით.