21 აგვისტო


ალბათ, ერთ ღამეს, იმედებსაც გავუცრუვდები,
წარსულს ვუმატებ მომავალს და დროზე გავყავი.
ღმერთისგან არა — შეწყნარებას შენიდან ვითხოვ —
იმ დღეებისთვის, ადრე შენს გულში რომ დავყავი.

კვლავ შენზე ლოცვით — შევეცდები შენს დავიწყებას.
რა აბსურდია, ერთად ყოფნა როგორ ვიფიქრეთ?
გახსოვს, აგვისტოს ოცდაერთი — ბოლო შეხვედრა,
ჩვენი დარგული ჭადრის ქვეშ რომ გადავიწვიმეთ.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი