თეთრი თვალები


მეც, დღენაკლული თებერვალივით, 
სიცივე მიტანს გათენებისას,
და შენი, ცრემლიანი თვალები,
როგორ წააგავს სიცილს ღმერთისას.

აწმყოში სადღაც დაკარგულ ჩემს თავს,
ისევ წარსულში დავუწყებ ძებნას.
როგორც ობოლ ბავშვს დედაზე ფიქრი,
ნოემბრის წვიმა ისე მგვრის შვებას.

მიტოვებული ტაძრის ნანგრევებს,
გაძარცვულ ღამით, ვუკემსავ კედლებს
და მარტოობა შენ თავს კი არა, 
შენზე დაწერილ მახსენებს ლექსებს.

შენს სხეულს ვხატავ ჩემს მკლავებში და
ვნება უჩუმრად კარს მიგვიხურავს,
და შენი სუნთქვა ჰგავს მელოდიას 
ტყეში წვიმისას ქარი რომ უკრავს.

მეც დღენაკლული თებერვალივით,
დავიგვიანე ბედის წერისას.
შენი თვალები, თეთრი თვალები,
როგორ წააგავს სიცილს ღმერთისას.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

4 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti19 წუთის წინ

მეც, დღენაკლული თებერვალივით,
სიცივე მიტანს გათენებისას,
და შენი, ცრემლიანი თვალები,
როგორ წააგავს სიცილს ღმერთისას.----რა კარგად დაიწყე და როგორ აამლაშე?რა არის მესამე ბწკარედი.არც დათვლა იცი მარცვალთა,არც სმენა გაქვს,არც რიტმი ,ან ქართველი არ ხარ? აი როგორ დაცწერდი--მეც, დღენაკლული თებერვალივით,
სიცივე მიტანს გათენებისას,
ნამტირალევი შენი თვალები,
როგორ წააგავს სიცილს ღმერთისას....თუმცა მეორე მხრივ აზრი გამოდის დებილური

ერეშ ქიგალიpoeti19 წუთის წინ

მიტოვებული ტაძრის ნანგრევებს,
გაძარცვულ ღამით, ვუკემსავ კედლებს
და მარტოობა შენ თავს კი არა,
შენზე დაწერილ მახსენებს ლექსებს.----კარგია

ერეშ ქიგალიpoeti12 წუთის წინ

შენს სხეულს ვხატავ ჩემს მკლავებში და
ვნება უჩუმრად კარს მიგვიხურავს,
და შენი სუნთქვა ჰგავს მელოდიას
ტყეში წვიმისას ქარი რომ უკრავს.---გადასვლებია დებილური უნდა იყოს შენს სხეულს ვხატავ ჩემს მკლავებში რ ო ს
ვნება უჩუმრად კარს მიგვიხურავს,
დაემსგავსები იმ მელოდიას
ტყეში წვიმისას ქარი რომ უკრავს.---რატომ ასე იმიტომ რომ დაბნეული ხარ ძამა დროსა და სივრცეში- ამბობ მომავალ დროში"კარს მიგვიხურავს,და მერე გადმოდიხარ ახლანდელში ჰგავს მელოდიას ესეიგი რა გამოდის ? ერთი ამბავი მოხდება მომავალში აღონდ მისგან გამომდინარე ქმედებას ადგილი აქვს ახლა?ქართულს სად სწავლობდი?მხედველობაში მაქვს ზმნა და ზმნის დრო?

ერეშ ქიგალიpoeti11 წუთის წინ

და ისა, რატომ თეთრი თვალები?კატარაქტის პრობ;ლემა აქვს?ანუ ცოტა სამკურნალოა?

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი