მკვდარი პოეტები


მთებში გამეხიზნენ შენზე ფიქრები და
ქარებს ადევნილი შემომეფოთლები.
რაც შენ წახვედი და ნისლი რაც ჩამოწვა,
ლექსებს ვეღარ წერენ მკვდარი პოეტები.

ვიცი, ისევ გტკივა რაღაც, სულზე მეტი,
და ეგ მშრალი ცრემლი დილის ცვარზე წმინდა.
მინდა გაგიმხილო ჩემი ყველა ლოცვა,
ჰოდა, შენთან ერთად მარტოობა მინდა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti2 საათის წინ

ვიცი, ისევ გტკივა რაღაც, სულზე მეტი,
და ეგ მშრალი ცრემლი დილის ცვარზე წმინდა
----
გამიგია ,კაცს სტკიოდეს ყური,გული,,თვალი,თავი,ფეხი ,ხელი,ბრმანაწლავი....და ასე შემდეგ....მაგრამ ცრემლი?ალბათ მაგარ კაიფში უნდა იყო ცრემლიც რომ აგტკივდეს....ხანდახან დაფიქრდით რას წერთ ხოლმე....თუმცა ვინ იცის რა ხდება?

ერეშ ქიგალიpoeti2 საათის წინ

მინდა გაგიმხილო ჩემი ყველა ლოცვა,
ჰოდა, შენთან ერთად მარტოობა მინდა.
------------
იწყება მეორე წინადადება,რაც არანაირ კავშირში არაა პირველთან....მინდა გაგიმხილო.....ბლაბლაბლა და არეხვებს ჰოდა,მარტოობა მინდა. ხალხო,არაა სავალდებულო ვინც წერა-კითხვა იცის, ლექსები წერონ

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი