პოეტივით


ვიცი, დამთმე, მიღალატე ლექსთან,
ვიცი, ნანობ, აღარ გინდა ფიცი.
მაპატიე, სიყვარული მხოლოდ,
პოეტივით უპირობო ვიცი.

მივიწყებდი და სულ ბოლო ღამეს
უნებურად ჩემზე ფიქრებს უხმე.
ვხედავ,როგორ მიგატოვა ღმერთმაც
და მხოლოდ მე მყვარებიხარ თურმე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი