დანახვა მინდა


დანახვა მინდა, შენი თვალით ჩვენი თვალების,
გულის იმ კუთხის, ჩემზე ფიქრი რომ შებინავდა.
დანახვა მინდა, ჩემს მკლავებში შენი სხეული,
ღრუბლებს დასხლეტილ მთვარის შუქით როგორ ბრწყინავდა.

დანახვა მინდა, იმ ფიქრების, ჯვარზე რომ გაკრავს,
ტუჩთან ნაოჭის, უჩემობის ცრემლს რომ იგროვებს.
დანახვა მინდა, იმ შენი მეს დანახვა მინდა,
დაძინებამდე შენზე დაწერილ ლექსს რომ იგონებს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი