ლექსებს გიწერდაო ვიღაც გარეჯელი
სული გაყინული ლოცვით ვეღარ თბება ან ეს ბოლო ცოდვაც თითქოს უნებლიე ახლა თვითგვემული შენ წინ დავემხობი თუგინდ გამწირე ან და მაპატიე ნეტავ სხივს ტკვილზე რატომ მეღიმება ალბათ იმიტომ რომ ჩემი აღარ მყოფნის ვიცი იმქვეყნადაც ჩემთან არ იქნები ყველა სხვა სიკეთეს ცოდვა გადაწონის ახლა მზადებაა ჩემი განკითხვისთვის როგორც ყოველთვის ღმერთი მართალია ჩემზე უფრო მეტად ვიღაც სხვა რომ გიყვარს შენი ტანჯვისათვის ესეც საკმარია ყველა მცნებას ვარღვევ შენი კოცნის გამო ფეხქვეშ გაგიფინე ჩემი სარეცელი როცა არ ვიქნები ალბათ ვინმე გეტყვის ლექსებს გიწერდაო ვიღაც გარეჯელი ვდგავარ სამსჯავროზე ისევ ნამთვრალევი ვეღარც თავს ვიმართლებ ან რა მაქვს სათქმელი ზოგისთვის სიყვარული თავად ღმერთი არის ჩემთვის კი მიწიერი სასჯელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი