სანამ ჩვენ ორს სიკვდილი არ დაგვაშორებს
ბუნებასაც შესძლებია ხატვა ქერა თმით და დაჭორფლილი სახით შენი გულის დასაპყრობი ბრძოლა ცხოვრებასთან მე დავიწყე მარცხით დღეს ვითვრები შენი მკაცრი მზერით ჩემს ბილწ აზრებს რომ ავხადო ფარდა არაფერი არ მინდოდა ქვეყნად შენი ტუჩის და სხეულის გარდა შენ ამაყი როგორც ყველა ქალღმერთი და ხატივით უბრალო და წმნიდა სანამ ჩვენ ორს სიკვდილი არ დაგვაშორებს მე შენს თმებში დაძინება მინდა მინდა ყველაგან ვგრძნობდე შენი გულის ფეთქვას მაგ თვალების სილამაზე გამაგიჟებს და იმ დილის გათენებას ველოდები ჩვენი შვილის ტირილი რომ გაგვაღვიძებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი