ლურჯი კესანები


მიჭირს გამკლავება სულის ტკივილებთან 
ჩემ გრძნობებს ჩემსავე ჩრდილში ვემალები 
დაუსრულებელ მტანჯველ მოლოდინში 
გამიჭაღარავდნენ ლურჯი კესანები 

ყველა ნაჯღაბნს ვფიცავ თუნდაც გაურითმავს 
რაც კი ოდესმე შენთვის მიწერია 
თავზარდამცემია იმის გაფიქრება 
ოცნებას ახდენა რომ არ გიწერია 

მიკვირს სიკვდილისთვის რად არ გემეტები 
მარტოობა არის შენგან განაჩენი 
ისევ მაგ თვალებზე ლოცვას მივეცემი 
დრომ თავად გითხრას ყველა  დანარჩენი 
 
აგერ უკანასკნელ მოგონებას ვსვამ და  
ხმა მესმის შორეულ ჩქარი ნაბიჯების 
და თუ სიკვდილია ისე წასვლა მინდა 
ჭკნობა რომ არ ვნახო ლურჯი კესანების

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი