ზღვა სიყვარულს არასოდეს გამორიყავს
ვგლოვობ ციდან ჩამოვარდნილ მნათობს ტალღებს ვუთვლი უკვე დამშრალ ზღვას სული კივის უკანასკნელ ტკივილამდე ბგერები კი სადღაც მიაქვს ქარს გელოდები წამი წამზე მოხვალ სხეულს შიგნით მონატრება მშანთავს ზღვა სიყვარულს არასოდეს გამორიყავს ისიც კვდება და ყველაფერს შთანთქავს ბედს მივანდობ ოკეანის სიღრმეს არ გამწირე ხელი მაგრად შემომხვიე და ის ერთი წამი შემრჩა მოსაგონად მონატრების ტალღებში რომ შემითრიე ნაპირი ვარ ვიცი შენი საიდუმლო ვნების შტორმით მერამდენედ გადამრეცხავ მეათასედ შემოვარდნილ ტალღას ვითმენ თუმც სიყვარულს არასოდეს გამორიყავ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი