(გსურს ჩემ მკლავებში შეიგრძნო ვნება ..)


გსურს ჩემ მკლავებში შეიგრძნო ვნება 
ნუ დაბრალებ ხვალე დათრობას  
მე გეტყვი წამით მომანდე თავი  
შენ კი დუმილით მეტყვი თანხმობას 

მოეშვი ახლა ჩვენ ვართ სამყარო  
ღამეულ ცოდვისთვის არავინ გაგვთვალავს  
და ვეღარც წვიმის წვეთები ამირევს  
დაუსრულებელ კოცნის სათვალავს 

ლამის ამოვარდეს გული საგულედან  
გრძნობა ათასგვარად უფრო გამეახლა  
როცა მითხარი რომ შენმა სხეულმა
 იმ ღამეს ახალი სიცოცხლე შეისახლა 

უკვე ყოველ ღამე ლოცვად მექეცი და  
მხოლოდ შენითღა ვგრძნობ დროის გარდამოსვლას  
ჰოდა სიყვარულო ახლა უკვე სამნი  
ერთად ვეგებებით  დილით მზის ამოსვლას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი