იმ სიყვარულის გამო ვეწამე


მტკივა უშენობის ყოველი წამი. 
დრო სასოწარკვეთის ქსელში გაეხვა.
და უკუღმართი ბედის ტრიალით 
დედამიწასაც თავბრუ დაეხვა.

ისევ ცოდვილად შემრაცხეს ღმერთებმა 
ისევ ლახვარი ჩამასვეს სულში 
როგორი პატარა სახელი გქვია და 
რამხელა ადგილს იკავებს გულში.

წვიმს თავხედურად, უცოდველ წვეთებში 
შენი ცრემლების ვხედავ მსგავსებას.
მოდი, მაკოცე, თორემ ვერ ვასწრებ 
ჩემი სიკვდილის დასაფლავებას.

უსასრულო ხარ, როგორც სამყარო, 
თუმც რამდენიმე სტროფში ჩაგტიე. 
იმ სიყვარულის გამო ვეწამე
რომელიც შენ მე არ მაპატიე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი