უფალს ჰყიდის იუდა
გუშინ ღმერთმა წამიყვანა თავისთნ გამიხარდა სიმშვიდე რომ ვპოვე ტანჯვისათვის პატიება მთხოვა მე კი შენი სიყვარული ვთხოვე სამოთხესაც შეპარვია გაზაფხული ვაშლის ტოტებს ყვავილები ჰფარავდა ბეთჰოვენი შენ გიძღვნიდა სონეტებს ფიროსმანი ქოლგით ხელში გხატავდა მერე მითხრეს ვნახოთ შენი სამყოფელი სიცოცხლეში ამისათვის იღწვოდი ფართოდ გახსნეს ჯოჯოხეთის კარებები მარტოსული ცეცხლის ალში ვიწვოდი აქვე ახლოს უფალს ჰყიდდა იუდა საწყალს თვალზე ისევ ცრემლი სდიოდა ვეწამები მაგრამ სული კი არა ჯოჯოხეთშიც უშენობა მტკიოდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი