სველი იასამნები


ღამის სიჩუმეს ისევ ბზარავს ღმერთის გოდება 
მარტოობაში ლამისაა სულიც ამომხდა 
რატომ მჯეროდა არსებობდი იქ სადღაც შორის 
ადრე გხედავდი ახლა მზერა გაუდაბნოვდა

ვუსმენდი როგორ დასცინოდა დრო მოგონებებს 
ახლა ყველა გზა შენსკენ კი არა მიდის არსაით 
ღამეულ სიზმრებს ფრაგმენტებად აღვიდგენ ფიქრში 
ისევ დუმილი ხელში მკვდარი იასამანით

სიკვდილშეპარულდღეების არ მაქვს ატანა 
როგორც იუდამ კოცნა კიდევ უნდა გავბედო
სულ ყველა ლექსი რაც კი ოდესმე შენთვის დავწერე 
გამქრალი ვნების წარუშლელი მტვერი დაედო

მომნატრებიხარ როგორც დავრდომილ მოხუცს სიკვდილი 
და უკვე დროა უკანასკნელი დათვლა წამების
ისევ გავყურებ გზას საიდანაც აღარ ბრუნდები 
როგორ საოცრად ტირიან სველი იასამნები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი