შენ ხარ უდაბნოს სხვა საიდუმლო


დავასამარე ყოველი გრძნობა 
ვნების ძაფებიც გაწყდა ჩვენ შორის 
შენ ისეთივე საოცარი ხარ 
როგორც აპრილში წამოსვლა თოვლის

მე შემიძლია გამოვყვე ქარებს 
თუ შემიფარებს შენი ხელები 
შენში აპრილი გაზაფხულდება 
და აღსადგომად არ მემეტები 

თვალები უტყვი ვაქციე ლოცვად 
გიკოცნი კრძალვით მსურს გადავფურცლო 
უცხო ხარ როგორც ურწყული მიწა 
შენ ხარ უდაბნოს სხვა საიდუმლო 

ვიცი რომ წასვლა გაგიჭირდება 
ანგელოზს თავისთან მიგიხმობს ღმერთი 
არ უჩანს ბოლო ამ ქვიშის გორებს 
შენ უდაბნოში ხარ წვიმის წვეთი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი