სიკვდილით მინდა დავსაჯო განგება


წვიმიან ქალაქში გზა ნისლებს მიჰყვება 
ბებერ ლამპიონს მოუნდა ნათება 
და თუ დრო უშენობას მპირდება 
სიკვდილით მინდა დავსაჯო განგება. 

ქაოსი, სრულიად ცარიელ ტაძარში 
ცრემლი სდით ხატებს და გული აღმომხდა 
მე კიდევ ჯანდაბას, მაგრამ რავქნა რომ
თავად ამ  ხატებს უნდა დალოცვა.

ჯოჯოხეთური სიბნელე ირგვლივ.
ნუთუ ყოველი არის ზმანება 
მე შეიძლება ფეხზე გკიდივარ, 
არც ის ხატები არ გებრალება?

წვიმს, ისევ სიბნელით შეპყრობილ ქალაქში 
არ ჩანხარ თუმცა შეხვედრას დამპირდი 
და თუ ღმერთი გწამს, ღმერთო,მითხარი 
რა გაწყენინე ასე რომ ატირდი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი