რაც არ უნდა მოხდეს მაინც ჩემი ხარ ..
რაც არ უნდა მოხდეს მაინც ჩემი ხარ შენს გარეშე სიცოცხლეც კი არ მსურს მინდა სიგარეტის კვამლი კი არა შენი კოცნა რომ მახვევდეს თავბრუს მომაკვდავსაც ხომ აძლევენ კიდევ ერთ შანსს მზად ვარ შენი ყველა ცოდვა დავიბრალო იცი ზოგჯერ ისე ძლიერ მენატრები რამისაა გავბედო და შეგიყვარო სულს მივცემდი ეშმაკს ოღონდ მენახე დანტესავით დღეს ბოლოჯერ ვცოდავ მომეკიდა შენი ვნების სიმთვრალე მუხლმოყრილი შენს წინ ლექსებს ვბოდავ ნაბახუსევს ამერევა ნოტები შეშლილივით ავაჟღერებ ზარებს ჩამომკიდეს მოედანზე სასიკვდილოდ ჩადრშიც ვიცნობ შენს მორცხვ მწვანე თვალებს დღეს ბოლოჯერ გეტყვი მე შენ მიყვარხარ ამის გამო მიწოდებენ სულელს შიშის გრძნობა ჩემში უცებ გაქრა ოლიმპოზე ზევსთან ვგეგმავ დუელს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი