მე ვიხუჭები შენ მემალები


მესმოდა შენი უხმო ძახილი 
როდემდე გასტანს ვნების კამათი 
მე ვიცი წასვლა სხვადასხვა გზებით 
შენ გარდა არ მაქვს სხვა მისამართი 

ჩადრით დაფარე ნკვთები სახის
მე კი კვლავ მინდა ღიმილის დათვლა 
მრავალის ნაცვლად წერტილი დასვი 
სულ სხვა ცხოვრების დაიწყე ათვლა 

ჩემი ბრალია ყოველი ტაჯნვა
აცრემლებული უტყვი თვალები 
რას ვიზავთ ცხოვრებამ ასე გათვალა 
მე ვიხუჭები შენ მემალები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი