და შენ სუნთქვას მოვეფერები


ვერც უკვდავების მონიჭებით გაგხდი ბედნიერს 
აღარც სიბნელე გაიფანტება თვალის გახელით 
და მარტოსული თუ გადავურჩი ზამთრის სიცივეს 
ბევრჯერ შევცოდავ ისევ შენს გამო ღმერთის სახელით 

გეძახდი მაგრამ გადაიარეს უკვე ქარებმა 
ვერ მოიტანეს ვერც შენამდე უტყვი ბგერები 
ნეტავ შემეძლოს სიკვდილისთვის წამით დასხლტომა 
ისევ გინატრებ და შენ სუნთქვას მოვეფერები 

ღამემ იცის რომ ჩემთვის არის უკანასკნელი 
დასწყევლოს ღმერთმა იქნებ ამიტომ აღარ თენდება 
ჩემი სხეული აღარ არის ადამიანის 
დრო ვერას აკლებს თუმცა შენზე ფიქრით ბერდება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი