შენ ისტორიას ლექსად დარჩები


მე ვიცი ჩემი ყველა სისუსტე 
და მიკვირს ღმერთი როგორღა მიტანს 
შენ ჰგავხარ მინდვრის უცოდველ ყვავილს
ხატის წინ ლოცვით გადაღლილ წმინდანს 

სუნთქვა და გულის ფეთქვა ხარ ჩემი 
შენახარ ბოლო გაუვალ გზების 
მაკვირვებს შენი სულის კივილი 
და მდუმარება საფლავის ქვების 

არ უჩანს ბოლო უკუნეთ ღამეს 
მთვარეს გავუბამ შენზე საუბარს 
აცრემლებული  ჩემი თვალები 
შენი ამბორით სულს რომ მოითქვამს 

თუ მაპატიებ წამით დაცემას 
ან თვალსაწიერს თუ არ გასცდები 
შემოვიმუზებ შენდამი სურვილს 
შენ ისტორიას ლექსად დარჩები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი