ქალი ჩადრით


განა რაღამდენ ფოთოლცვენას იგლოვებს ქუჩა  უგონოდ მთვრალი ისევ შემიპყრო წყეულმა ფიქრმა
დედამიწაზე ჯერ არცერთმა კაცმა არ იცის 
რა სილამაზე იმალება იმ ჩადრის მიღმა 

მისი თვლები ღმერთო ჩემო რარიგ მშვენება 
მთელი სამყაროს სილამაზეს რომ ვერ შევადრი
ანდა ტუჩები ჯერ ისევე კოცნის ლოდინში
ბორკილებად რომ შემოჰკვრია მოშავო ჩადრი 

ხდება რომ წამის მეათასედში შეგიყვარდება 
და მგლოვიარე ქუჩას გაჰყვები მდუმარე დარდით 
წლების მერე კი ფრაგმენტებად გაგახსენდება 
ისევ ის ქუჩა ფოთოლცვენა და ქალი ჩადრით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი