სიყვარულიდან-დავიწყებამდე.


დასწყევლოს ღმერთმა, აღარ თენდება,
უკვე ნერვებიც აღარამყოფნის, 
ხანმოკლეობა ვიცი თებერვლის 
და არა ჩემი შენდამი გრძნობის. 

გზები შენამდე უსასრულოა,
უფრო ხვეული… ვიდრე ღმერთამდე
და როგორ მალე გავიდნენ წლები-
სიყვარულიდან- დავიწყებამდე.

ფიციც კი ვეღარ მაჯერებს სიმართლეს,
“მიყვარხარ” სათქმელად წლები არ მეყოფა,
მე შენზე ლექსის წერა გამომდის,
შენ კი ჩემდამი- გრძნობის ხელყოფა.

სათქმელი ალბათ ბევრი მაქვს კიდევ,
ეს ნაჯღაბნი კი ასე მთავრდება-
“მე მაპატიე, ისევ შენ გამო
სიცოცხლეშივე გარდაცვალება!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი