არდაწერილი ლექსები მტკივა
მათრობს წვიმისას სურნელი მიწის მხოლოდ ფიქრები შემომრჩა წმინდა. მინდა ღამეებს მზე დავუბნელო, შენი თმის ტალღებში ჩაძირვა მინდა. ბოლოჯერ ვბილწავ ლექსით თეთრ ფურცელს პოეტიაო, ნეტავი ვინ თქვა? მე ტყვია, მხოლოდ იარას მამჩნევს, მკლავს, შენი ერთი ნათქვამი სიტყვა. სადღაც დაკარგულ იმედს დავეძებ, არ ძალმიძს ღმერთთან შენი დათმობა. ყინვა შეპარულ ზამთრის დღეების შენი სხეულით მინდა გათბობა. დაიგვიანე, მოდის სიბნელე.. (ისრები თორმეტთან ხომ მაინც მივა) და ნაწამები სული კი არა, არდაწერილი ლექსები მტკივა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი