ისევ შენ ჩრდილს შევეფარე
მიწა შემიფარებს ვიცი ფიცსაც გაუვიდა ვადა გზები გადაღლილი მზერით ისევ არავინ არ ჩანდა უფრო ცავი იყო ზეცა როცა გაიხურე კარი ზურგით ნატარები ახლა ფეხქვეშ გავიფინე ჯვარი ღვინის გამოცლილი ბოთლი ზღვაში მოლოდინი შტორმის სადღაც არსებობა შენი წამით სიცოცხლისთვის მყოფნის კიდევ ერთი ბზარი კედელს კვამლით გაჟღენთილი ფარდა დიდხანს ვუყურებდი სარკეს ის კი საერთოდ არ მგავდა თვალზე შეუმშრალი ცრემლი ცაზე მგლოვიარე მთვარე შენგან გავიქეცი მაგრამ ისევ შენ ჩრდილს შევეფარე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი