მზე ვეღარ ათბობს გაყინულ მიწას
მე გავუსწარი დროსა და ქარებს უცნობი სახის მოირგებ ნიღაბს ბოლო აკორდზე გაწყვეტა სიმის მზე ვეღარ ათბობს გაყინულ მიწას თუ ვეღარ იტევ მაშინ განდევნე შენში დემონის ყველა სისუსტე და გლოვა ფოთოლ გაცვენილ ხეთა მეც უშენობით გამოვიფიტე ეს მერამდენე ქრება ვარსკვლავი რას გამორიყავს მკვდარი ზღვის ტალღა ისევ შორია გზა გოლგოთამდე დაეცა ღმერთსაც შეეტყო დაღლა ჰორიზონტს მიღმა კვდება აპრილი გზა სინანულით გასავლელია და ახლა ვფიქრობ ნუთუ ამაზე უაზრო ლექსი დამიწერია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი