მე მიყვარს შენი ზღვისფერი თვალები
არაფერს არ ვამბობ უბრალოდ გიყურებ არ მინდა სიტყვა მიყვარხარ წამომცდეს მე მხოლოდ ოცნება დამრჩა იმ დღეზე დეკემბრის ყინვაში რომ გაგხდი სამოსელს ვიცოდი რომ არ გიყვარდი მაგრამ არ მეგონა თუ გამცვლიდი სხვაში შენთან კი არა მე ღმერთთან მინდა სწორედ ამიტომ მივდივარ ცაში მე მიყვარს შენი ზღვისფერი თვალები ბევრჯერ ჩემს გამო ცრემლი რომ დაღვარა ისე მემატება შენდამი გრძნობები როგორც შავ თმაში თეთრი ჭაღარა თავს მოვიტყუებ რომ აღარ მიყვარხარ დავხრამე შენსკენ სავალი გზები იცი ყოველდღე ისე მაკლდები როგორც დარჩენილი სიცოცხლის წლები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი