შორია უკვე ყველა სამოთხე
თურმე იმ ღამეს შენთანაც თოვდა მაინც არ თმობდა გული საგულეს ცივი გრიგალი სულსაც მიკაწრავს ჩემში შიშებმა დაისადგურეს მანძილი ჩვენ შორის ერთი კოცნაა და ვეღარ ვამსხვრევ ყინვის ბორკილებს სიკვდილი შენში ცდილობს შემოსვლას მალე სიცივე დაგიმორჩილებს ისევ ეული საკუთარ თავთან არარსებული რითმებით მთვრალი კვდება პოეტი და ახლა მე ვარ ჩემივე გვამის ჭირისუფალი შორია უკვე ყველა სამოთხე ვადა არ გასდი მხოლოდ სიყალბეს მე ვეღარ გითბობ კოცნით ბაგეებს და ვერც ეს ლექსი გამოიზამთრებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი