შეციებულს მაგრად ჩაგეხუტები
დავიძინებ იქნებ ძილშიც დამესიზმრო სიზმარშიც ხომ შენ ჩემგან შორს იქნები დავფიქრდები იქნებ ფიქრმა დაგივიწყოს მაგრამ რა ვქნა ფიქრებს არ ავიწყდები მოგატყუე ვითომ მე შენ არ მიყვარხარ შენს ბავშვივით უცებ გამებუტები ავტირდები იქნებ წვიმამ დაგასველოს შეციებულს მაგრად ჩაგეხუტები დავეცემი ხატების წინ ნამთვრალევი უფლის მიმართ ვიწყებ ლოცვას-ვედრებას ჩემს ზურგს უკან მესმს სწრაფი ნაბიჯები მერე ვიგრძნობ შენი ტუჩის შეხებას დავიფიცებ ვუერთგულებს შენს სიყვარულს იქნებ ფიცმა ჩემს გრძნობებში დაგაჯეროს შენს ჩადენილ ყველა ცოდვას მე ვიკისრებ სანაცვლოდ კი არ მოვითხოვ გასამრჯელოს გავიგე რომ თურმე სხვასაც ჰყვარებიხარ შენს გულს იპყრობს ოაზისის ქარავანი ბოლო სიტყვა იცოდე რომ შენ გეკუთვნის ჩვენ ორს შორის გააკეთე არჩევანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი