შენი ტუჩების გემო აქვს მიწას
მე გავცდი ჩემი სხეულის საზღვარს უკან დავტოვე ყველა სიძნელე ისრები ამბობენ რომ უკვე გათენდა თუმცა თვალებში არის სიბნელე შენი ტუჩების გემო აქვს მიწას დაჟანგულ კუბოს არ აქვს სარკმელი ყველა ცრემლს ალბათ მოსდევს ღიმილი კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი იტყვიან რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება დედა ვატირე ასეთი ყოფის მე ვერ მათბობდა მზის სიმხურვალე და ახლა ერთი სანთელიც მყოფნის უცხოა ყველა ამ სამყაროში მიჭირს სამოთხის კარის მიგნება ნაადრევია ღმერთსაც არ უყვარს დაუპატიჟებელად სტუმრის მიღება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი