ქალი რომელიც გილწრფელად ტირის
ვინმეს გინახავთ რა ლამაზია ქალი რომელიც გულწრფელად ტირის ვინმემ თუ იცით ნეტავი რას გრძნობს როდესაც კართან სიყვარულს უცდის ვინმე თუ ახსნის იმ ბედნიერ წუთს როცა პირველად იგრძნობს დედობას ანდა იმ სევდას ვინ გაუქარწყლებს არავინ ისმენს მის შევედრებას და მაინც ქალი კლდესავით მტკიცე ბევრიც ცოდვილი თვისი ბუნებით თუკი ჩახედავთ ღვთიურ თვალებში მერე კი ვეღარ განურისხდებით ჩემივე ნეკნით ჩემთვის შექმნილი საწყისი სამყაროს ყველა კანონის ქალი ერთუცნობიანი ამოცანაა რომელსაც ვერასდროს ვერავინ ამოხსნის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი