მაპატიეთ ქალბატონო


მაპატიეთ ქალბატონო შემიყვარდით 
იქნებ ხვალვე დაგივიწყოთ არმგონია 
შეგეხეთ და თქვენი ნაზი სხეული 
წვიმის წვეთთა მელოდიას აჰყოლია

ჩემ წილ ჰაერს თქვენ გაჩუქებთ სასიცოცხლოდ 
ნამთვრალევი ყოველ ღამე დაგეძებთ 
თქვენ ხართ ჩემთვის წელიწადის ყველა დრო 
ქალბატონო იცით მე თქვენ გაღმერთებთ

მთვარეც მხოლოდ თქვენთვის ათევს ღამეს
მხოლო თქვენთვის განათდება ზეცა 
ქალბატონო იცით მე თქვენ მაოცებთ 
თქვენზე ფიქრი სნეულებად მექცა

თუ გგონიათ დაგივიწყეთ ცდებით
ხვდებით მაინც უთქვენოდ რომ ვერ ვძლებ 
გეძებთ სადღაც ჰორიზონტის მიღმა 
ფიქრმა ისევ გაგიხსენათ....

გაგდებთ ჩემი ცხოვრებიდან წადით 
რაშუაა მაგრამ დღესაც გაწვიმდა 
ქალბატონო მოიშორეთ სიამაყე თქვენს 
გარეშე სიცოცხლეც კი არ მინდა

ნაადრევად დაგიზამთრდათ ლამაზმანო 
ეს სიცივე ჩემია თქვენ არ გეკუთვნით 
ის პირველი თოვლი მიყვარს ქალბატონო 
პირველად რომ თქვენ წაბილწავთ ნაფეხური

მონატრებამ თქვენს აჩრდილად მაქცია 
იქნებ ლექსმა ძველი გრძნობა გაგიახლოს 
თუ ზამთარმა მოგანატრათ ჩემი სითბო 
იცოდეთ რომ მე აქვე ვარ შორიახლოს

შეცვლილი ხართ ქალბატონო ვეღარ გცნობთ 
თქვენს თვალებსაც ცრემლი აღარ უხდება
ქერა თმაში შეგრევიათ ჭაღარა
შეიჩვიეთ სევდა მარტოსულობა

შეგრჩენიათ თავადური სიამაყე 
უჩემობა ახლა უფრო გეტყობათ 
და ეგ თქვენი ღვთაებრივი სილამაზე
ვიცი სიბერისთვის რომ არ გეთმობათ

მაპატიეთ ქალბატონო, მიყვარხართ!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი