მე რომ შემეძლოს შენი დანახვა


მე რომ შემეძლოს შენი დანახვა, 
სულთან შეხება თვალების მიღმა, 
მოგიტაცებდი და წაგიყვანდი, 
იქ, საიდანაც იწყება წვიმა.

ისევ ცალცალკე ვხვდებით მზის ჩასვლას, 
ქარი შენ ლექსებს კვლავ გაჰკიოდა, 
როგორ უღონოდ ფეთქავდა გული- 
უშენობა ხომ მასაც სტკიოდა!

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები, 
რომ თმის სურნელსაც კი აღარ ტოვებ... 
შენ ნებას ღმერთიც ვეღარ აბრკოლებს, 
არ სურს ყურება, თუ როგორ მტოვებ

ვერ ვუმკლავდები სიკვდილზე 
ფიქრებს,
დანისულია ახლა გონება, 
რად მოევლინე ასე ქვეყანას, 
ჩემი არსება რომ გემონება?!

არ დაიჯერო, თუ რამ გითხარი, 
ფუჭი აზრები ისევ მერევა, 
მაშინ ინანებ ყველაზე მეტად, 
თმაში სითეთრე რომ შეგერევა!

არ მსურს სიბერე, რადგან ვიცი, რომ 
სული ტკივილებს ვეღარ აუვა! 
და თუ ოდესმე აღარ მიფიქრებ, 
ამ ნაჯღაბნებსაც ვადა გაუვა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი