სადღაც სდუმს ქარი


სადღაც სდუმს ქარი თავისთვის მარტო
სულის გმინვასაც ვერ ვუწყობ ბგერებს
რატომ გინდოდა სულ გაჰქცეოდი 
ჩასახუტებლად გამოწვდილ ხელებს

ჰო მიკვირს როგორ გაბედე წასვლა 
და ის დღე უფრო ადრე დაღამდა 
ჩემი იყავი გერქვა სამყარო 
მე შენი ყელა ტყუილიც მწამდა

ქუხდა ცა წვიმდა გადაუღებლად 
გზას შენი კვალი რომ დაამჩნია 
დამტოვე შენი სხეულის გარდა 
იცი სხვა სითბო არ გამაჩნია

არ ვიცი ახლა რატომ მომგონდი 
ან ეს ნაჯღაბნი რატომ ვიმღერე 
შენ მითხარი რომ აღარ გიყვარდი 
მე ეს ტყუილი ვერ დავიჯერე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი