დაგვიანებაც არაერთხელ ყოფილა ადრე


განაწამები ვერ დვკემსე სული   უღმერთო
განა წამები არ აქცევენ დღეებს ცხოვრებად
ზოგჯერ სიტყვებსაც უფიქრიათ არაფრად ქცევა
მოგონებებიც აღარაღირს განმეორებად 

ხშირად მდომია სიკვდილი და კვლავ დაბადება 
მე დამბრალდება წვიმის წვეთთა ცრემლებად ქცევა 
ვერც ქაოსური ლაბირინთის ვერ ვპოვე ბოლო 
შენგან კი არა სხეულიდან მინდა გაქცევა 

ისიც არ ვიცი სად მთავრდება გზა უსასრულო 
არ გეწარსულო წამით იქნებ გახსენდებოდე 
მე გაგედები ფეხქვეშ ხიდად არსაით მავალს
ნეტავ შეჩერდე ან და სულაც დაბრუნდებოდე

ზოგჯერ სიცრუე არის დიდი ჭეშმარიტება 
დაგვიანებაც არაერთხელ ყოფილა ადრე 
ორიოდ ლექსის ცოდვით ვდივარ წყეულ მიწაზე 
თუ აღვესრულე შენი სხეულის ჩრდილს შემაფარე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი