...სადაც მთებია...
ჩვენ მოვიშუშებთ წარსულის იარებს და გავიქცევით იქ სადაც მთებია... სადაც ცა მიწას ლამაზად ერწყმის და სიყვარულსაც ეფიცებიან... სადაც შეხებას შევძლებთ ღრუბლებთან და არწივივით გავინავარდებთ... ჩვენ გავიქცევით იქ სადაც მთებია.. სადაც სიოს მოჰყვება სურნელი... ნაზი სურნელი ყვავილებისა... ობოლი ბავშვივით ჩაგეჭიდები და არ ვისურვებ მე შენს გაშვებას... პატარა ხის ქოხს თავს შევაფარებთ და ჩვენ დავანთებთ ბუხარში კოცონსაც... ჰანგებს მოგვიძღვნის წვიმის წვეთები და შენს მკლავებშიც ჩამეძინება... დილით მზის სხივი ამოანათებს და სიმყუდროვეს დაგვირღვებს უეცრად. კვლავ შემოვირბენთ მთიან ადგილებს და დავისვენებთ ტრიალ მინდორზე... ნისლი ჩაყლაპავს მხურვალე მზის სხივებს და ასპარეზსაც დაუთმობს ვარსკვავებს... ჩვენ გავიქცევით იქ სადაც მთებია... სადაც სიჩუმეც ბევრის მთქმელია... ნაზი გრძნობები თავბრუს დაგვახვევს და სიყვარული ფრთებსაც მოისხამს... ჩვენ მოვიშუშებთ წარსულის იარებს და ამ სამოთხეს ვერავინ წაგვართმევს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი